მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალა “ფიორენტინასთან” არ ითამაშებს, მისი ტურინული კარიერა დასრულებულია

დიბალა “ფიორენტინასთან” არ ითამაშებს, მისი ტურინული კარიერა დასრულებულია

პაულო დიბალა სერია A-ს ბოლო ტურში „ფიორენტინასთან“ არ ითამაშებს. ასე რომ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მან „იუვენტუსში“ ბოლო მატჩი ჩაატარა – „ლაციოსთან“.

ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელმა და მასიმილიანო ალეგრიმ ურთიერთშეთანხმებით მიიღეს. პაულო დიბალამ 2015-2022 წლებში „იუვეს“ რიგებში 292 მატჩი ჩაატარა, 115 გოლი გაიტანა და 48 საგოლე პასი გააკეთა.

გარდა ამისა, „ფიორენტინასთან“ მოედანზე დუშან ვლაჰოვიჩიც არ გავა. სერბი ყვითელი ბარათების ლიმიტშია და გაფრთხილება რომ მიიღოს, მომდევნო სეზონის პირველ ტურზე გადავა, ამიტომაც, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ალეგრიმ ათამაშოს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის ბოლო მატჩს 21 მაისს, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …