ლეონარდო ბონუჩის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა და უახლოესი მატჩები გაუცდება. იტალიური მედიის ცნობით, ლეო მოედანზე „ნაპოლის“, „რომასა“ და „ინტერის“ (იტალიის სუპერთასზე) წინააღმდეგ ვერ გავა.
ეს საკმაოდ სერიოზული დანაკლისია, რადგან ბონუჩის მნიშვნელობის გარდა, გუნდს ჯორჯო კიელინიც აკლია, რომელსაც კორონავირუსი აქვს და ზუსტად ამავე პერიოდი გაუცდება (შესაძლოა, კიელინი სუპერთასის მატჩის წინ გამოჯანმრთელდეს).
ამრიგად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში უახლოესი და უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის მხოლოდ ორი ცენტრალური მცველი დარჩა – მატიას დე ლიხტი და დანიელე რუგანი.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „ნაპოლის“ 6 იანვარს, „რომას“ 9 იანვარს, ხოლო „ინტერს“ 12 იანვარს დაუპირისპირდება.