ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაბლოკა იქამდე, სანამ მის შემცვლელს არ დაიმატებს.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან მორატას გაშვების, რადგან მანამდე სხვა ფორვარდი უნდა დაიმატონ. სხვა შემთხვევაში, ესპანელი მიმდინარე სეზონს „ალიანც სთედიუმზე“ დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ მორატას „ბარსელონაში“ დამატება ჩავის სურს და ფეხბურთელიც თანახმაა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. ალვარო მორატას იჯარის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევროა, რომლის გადახდას ტურინელები არ აპირებენ.