სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა “იუვენტუსის” კურვა სუდის დისკვალიფიკაცია გააუქმა. შესაბამისად, “ნაპოლისთან” მატჩში “კურვა სუდი” თამაშზე დასწრებას შეძლებს.
“ინტერთან” მატჩში რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ რასისტული შეძახილების გამო ტრიბუნა ერთი მატჩით დასაჯეს, მაგრამ “იუვემ” გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რამაც შედეგი გამოიღო.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” “ნაპოლის” 23 აპრილს დაუპირისპირდება.