ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ტურინული კლუბის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ისინი კარგ ფეხბურთელებს ყიდულობენ, მაგრამ თავიანთ პოზიციებზე ბევრს არ ათამაშებენ.
„თუ ფეხბურთელს თავის ბუნებრივ პოზიციაზე აყენებ, ნორმალურია, რომ ის კარგად თამაშობს და მოედანზე ბრწყინავს. სამწუხაროდ, ბოლოს დროს „იუვენტუსი“ ყიდულობს კარგ ფეხბურთელებს, რომლებსაც შემდეგ სხვა პოზიციაზე თამაში უწევთ და შედეგებსაც ვხედავთ.
შემიძლია ბერნარდესკის მაგალითი მოვიყვანო, რომელიც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „იუვეში“ თითქმის ყველა პოზიციაზე თამაშობდა, მეკარის გარდა. ასევე შემიძლია დავასახელო კულუშევსკის, რომელსაც ტურინში არაფერი გაუკეთებია, „ტოტენჰემში“ კი ამტკიცებს, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“, – თქვა მოჯიმ.