ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი პრობლემა ფიზიკური კონდიციებია – ასე ფიქრობს ლუჩანო მოჯი, რომლის განცხადება პრობლემა არც ფეხბურთელებშია და არც მწვრთნელში.
„ჩემი აზრით, „იუვენტუსის“ რეალური პრობლემა არ არის მწვრთნელი და არც ფეხბურთელები. ნახავთ, როდესაც ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება, გუნდის ფეხზე წამოდგება და კარგად ითამაშებს. ნამდვილი პრობლემა ფიზიკური კონდიციებია. „იუვენტუსი“ ერთ ტაიმს უძლებს, შემდეგ კი უჭირს. ამ მხრივ, შეიძლება სანაკრებო პაუზა მნიშვნელოვანი იყოს ფიზიკური ენერგიის აღსადგენად“, – თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ძალიან ბევრი და ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც გუნდის ლაზარეთი სეზონის დაწყებიდან პრაქტიკულად სავსეა.