მთავარი / სიახლეები / იტალიელი ჟურნალისტი: “დი მარიას საქციელი აჩვენებს იმას, რაც “იუვეში” ხდება”

იტალიელი ჟურნალისტი: “დი მარიას საქციელი აჩვენებს იმას, რაც “იუვეში” ხდება”

იტალიელმა ჟურნალისტმა ემანუელე გამბამ განაცხადა, რომ ანხელ დი მარია ნათლად აჩვენებს იმას, რასაც „იუვენტუსში“ ვხედავთ.

მან დი მარიას არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი უწოდა, რომელიც „იუვეში“ იჯარით თამაშობს…

„ფანებთან კონტაქტის დროს, მაკკენის და პარედესს ყურადღება ძალიან გაფანტული ჰქონდათ, ამიტომაც წავიდნენ გასახდელში ადრე, დი მარიასთან დაკავშირებით კი სიტუაცია აშკარაა. ფეხბურთელმა ფანებს ზურგი აქცია, მათთან საერთოდ არ მივიდა და არასასიამოვნოდ მოიქცა. აჩვენა, რომ მას კლუბთან რეალური ინტერესი არ გააჩნია. არსებობს ხუმრობა, რომ დი მარიას არის არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც „იუვენტუსში“ იჯარითაა და ეს რეალურია. სწორედ ეს სიტუაცია აჩვენებს, რაც ხდება „იუვენტუსში“.

მჯერა, რომ „ბენფიკა“ ახლა „იუვენტუსზე“ ძლიერი გუნდია, ისევე, როგორც უმეტეს შემთხვევაში პორტუგალიური გუნდები იტალიურ კლუბებზე წინ არიან. პრობლემა ისაა, რომ გუნდში ახლა არავინაა, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს. მესმის ანიელისიც, რომელიც სამი წელია შეცდომას უშვებს, ამიტომ ახლა პასუხისმგებლობის აღების ეშინია“, – თქვა გამბამ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასთან“ მარცხის შემდეგ ფეხბურთელები ფანებთან ბოდიშის მოსახდელად მივიდნენ, თუმცა სხვებისგან განსხვავებით ლეანდრო პარედესი და ვესტონ მაკკენი მალევე განერიდნენ სიტუაციას და გასახდელში შევიდნენ, ხოლო ანხელ დი მარიამ იქ მისვლა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …