ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ.
მოჯი ფიქრობს, რომ ალეგრის თავისი გამოცდილებით სიტუაციის შეცვლის უნარი გააჩნია.
„მაქსი გამოცდილი მწვრთნელია და შეძლებს კურსის შეცვლა. თუ იანვრამდე გაძლებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სხვა სეზონი დაიწყება და შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. მონტერო? ეჭვგარეშეა, რომ ის კარგი მწვრთნელია ტექნიკური ცოდნით, ქარიზმითა და ხასიათით, მაგრამ ის მაინც 19-წლამდე გუნდში დარჩება, რადგან ალეგრის არ გაათავისუფლებენ“, – თქვა მოჯიმ.