ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას იჯარი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ფეხბურთელმა კი ტურინელ ფანებს მიმართა.
„მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის „იუვენტუსში“ კიდევ ერთი სეზონი თამაში. ბედნიერი და ამაყი ვარ, მოუთმენლად ველოდები, რომ თქვენ ერთად მომენტების გაზიარებას“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალვარო მორატამ „იუვენტუსში“ 44 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასუ შეასრულა.