მთავარი / სიახლეები / მორატა ბუფონს: “შენს შესახებ შვილებს მოვუყვები”

მორატა ბუფონს: “შენს შესახებ შვილებს მოვუყვები”

ალვარო მორატა ჯანლუიჯი ბუფონს დაემშვიდობა. ესპანელმა ფორვარდმა ლეგენდარულ იტალიელს ემოციური სიტყვები მიუძღვნა.

“ჯიჯი ორი სხვადასხვა შესაძლებლობა მქონდა შენთან ერთად მეთამაშა. მომენატრება გასახდელში შენი დანახვა, მაგრამ განსაკუთრებით დამაკლდება ის მუხტი და სითბო, რომელსაც გვაძლევდი. მოუთმენლად ველოდები ჩემი შვილების გაზრად, რომ მოვუყვე მქონდა პრივილეგია შენთან ერთად მეთამაშა. უნიკალური ჩემპიონი და ბრწყინვალე პერსონა”, – წერს მორატა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსში” 19 სეზონი ითამაშა, მორატა კი მისი თანაგუნდელი 2014-2016 და 2020-2021 წლებში იყო.

შემთხვევითი სიახლე

ესპანური მედია: “იუვენტუსს” ჟორდი ალბას ტრანსფერი სურს

ტურინის „იუვენტუსი“ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა მცველს ეძებს, რადგან ალექს სანდროს კონტრაქტი ეწურება და მასთან თანამშრომლობის …

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო …