ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ მისი ტრანსფერი დაბლოკა.
„მართალია, იანვარში „ბარსელონას“ ინტერესი იყო. ჩავიმ დამირეკა, ვისაუბრეთ ფეხბურთსა და ყველაფერზე. ეს სასიამოვნო იყო, ვაფასებდი ჩავისნაირ ადამიანს ჩემი იმედი რომ ჰქონდა. 4-5 კარი შანსი მქონდა, მაგრამ ალეგრიმ ყველაფერი დაბლოკა. მან მკაფიოდ მითხრა: „მინდა, რომ დარჩე და ვნახო ვლაჰოვიჩთან როგორ ითამაშებ. ჩემთვის გამოწვევა იყო მარცხენა ფლანგზე თამაში, მაგრამ ეს შევძელი“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას „იუვენტუსთან“ ორწლიანი იჯარა ზაფხულში ამოეწურა და მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა.