მთავარი / სიახლეები / მონტოლივო: “პირლოს პასუხისმგებლობა ამ სეზონში ყველაზე ნაკლებადაა”

მონტოლივო: “პირლოს პასუხისმგებლობა ამ სეზონში ყველაზე ნაკლებადაა”

ტურინის “იუვენტუსის” შესახებ იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ანდრეა პირლო ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე.

“ვფიქრობ, რომ, როდესაც სეზონი სწორად არ მიმდინარეობს, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მჯერა, რომ მწვრთნელი მაინც ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. ამ სეზონში “იუვემ” ორი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, სწორედ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გამო მომავალს შეიძლება ნდობით უყურო”, – თქვა მონტოლივომ.

შეგახსნებთ, რომ “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონში სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …