„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პრესკონფერენციაზე მიტჩელ დიკსის რთულ პერიოდზე ისაუბრა და მაგალითად, „იუვენტუსი“ მოიყვანა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ნორმალურ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ქცევის წესებს ასწავლიან.
„გუნდის ჯგუფის კულტურა გამოიხატება ღირებულებებით და ქცევით. მე ყოველთვის ველი, რომ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები მისცემენ მაგალითს და ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს ასწავლიან რა არის მიზნები, წესები და ქცევები. ვნახეთ ვლაჰოვიჩის ფოტო ბონუჩისთან ერთად, თითქოს ჩვეულებრივი ფოტოა, მაგრამ დიდი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, ბონუჩი და კიელინი აუხსნიან ვლაჰოვიჩს როგორ გაიზარდოს, როგორია „იუვენტუსში“ ქცევის წესები და როგორ უნდა მოიქცეს გუნდში“, – თქვა მიხაილოვიჩმა.