ტურინის „იუვენტუსს“ ჰაიფას „მაკაბისთან“ შესაძლოა არკადიუშ მილიკი ვერ დაეხმაროს.
პოლონელმა ფორვარდმა დღეს გუნდის ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ სპორტდარბაზში ემზადებოდა. მას კუნთების დაზიანება აღენიშნება და ხვალინდელ შეხვედრაში მისი მონაწილეობის მიღება ეჭვის ქვეშაა.
გარდა ამისა, წინ „მილანთან“ მატჩია, რაზეც ტურინელებმა უნდა იფიქრონ და დიდი შანსია, მილიკის ტრავმასთან დაკავშირებით რისკზე არ წავიდნენ, რის გამოც „მაკაბისთან“ არ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.