მთავარი / სიახლეები / მილიკი “იუვესთან” ძალიან ახლოსაა

მილიკი “იუვესთან” ძალიან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსში“ არკადიუშ მილიკის ტრავმა თითქმის გადაწყდა. ამის შესახებ რომეო აგრესტი წერს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ყველაფერი იქით მიდის, რომ მალე ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. პოლონელი ფორვარდის აგენტები ტურინში არიან და კლუბის ხელმძღვანელებთან დეტალებს აზუსტებენ.

„იუვენტუსი“ მილიკს იჯარით დაიმატებს, რომლის ფასი 2 მილიონი ევრო იქნება, მისი გამოსყიდვა კი „მარსელიდან“ 8 მილიონად შეეძლება. ტურინელებმა მილიკი მემფის დეპაის ამჯობინეს.

შეგახსენებთ, რომ 2016-2021 წლებში მილიკი „ნაპოლიში“ თამაშობდა და 122 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მას ხშირად ტრავმიანობა ახასიათებს, რაც როგორც ჩანს, „იუვენტუსში“ არ აშფოთებთ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლაზარეთი ისედაც გადავსებულია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …