ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „მილანთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – ყოველთვის დამაჯერებელი, ყოველთვის სწორ ადგილას. მან ფორმა „მილანთან“ პირველი წრის მატჩით აღიდგინა და კარგ მდგომარეობაში რომ არის, „სან სიროზეც“ დაამტკიცა.
დე შილიო 6.5 – თავიდან ლეაოსთან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და თავდაჯერებული იყო.
რუგანი 7 – დე ლიხტს უნდა ეთამაშა, მაგრამ პრობლემა შეექმნა და რუგანიმ ითამაშა, რომელმაც გუნდი არ დააღალატა. უფრო მეტიც, ის დაცვაში საუკეთესო იყო.
კიელინი 7 – საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ერთი-ერთზე თამაშში ისევ უბადლოა.
ალექს სანდრო 6 – როდესაც ბურთი აქვს, ხარისხიანად ვერ თამაშობს, მაგრამ ამჯერად უკეთესი იყო, ვიდრე სხვა დროს.
ლოკატელი 5.5 – ძალიან ხშირად უწევდა მეტოქეების დევნა, თავიდანვე გააფრთხილეს.
არტური 5.5 – ვერ ჩაერთო თამაშში, როგორც საჭიროა, ბურთი დაკარგა და „მილანს“ სახიფათო შეტევის საშუალება მისცა, რომელიც მისთვის საბედნიეროდ გუნდმა ვერ გამოიყენა.
ბენტანკური 6.5 – ნახევარდაცვაში საუკეთესო ამჯერად ის იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში ჩართვით შეიძლებოდა უკეთ ეთამაშა.
რაბიო შ.გ – ფრანგმა ბოლო 3 წუთი ითამაშა.
კუადრადო 5.5 – ამჯერად მან ვერ ითამაშა მაღალ დონეზე.
ბერნარდესკი 5.5 – დეკემბრის ვერსია „სან სიროზე“ ვერ ვნახეთ, თამაშში იდეების გარეშე ჩაერთო.
დიბალა 5 – თამაშიდან უმეტესად გამორთული იყო და გუნდს ვერ დაეხმარა.
კულუშევსკი შ.გ – მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
მაკკენი 6 – წამითაც არ ჩერდებოდა, ბევრს ცდილობდა და ერთადერთი ნახევარმცველი იყო, რომელიც საჯარიმოში შედიოდა.
მორატა 5 – მოედანზე არ ჩანდა.
კინი 5 – თამაში მანაც ვერ შეცვალა.
ალეგრი 6 – ქულა შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ „იუვეს“ ცხოვრებას არ ცვლის, რომელსაც კარშ არ დაურტყამს და ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია ოთხეულში მყოფი გუნდები.