ტურინის „იუვენტუსი“ „მილანთან“ 0:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – ძელებმა გადაარჩინა, ის არასოდეს ჩანს რეაქტიული.
დანილო 5.5 – ამ ლეაოსთან თამაში ყველასთვის თავის ტკივილია, ჩაწოდებებიც კარგი არ გამოუვიდა.
ბრემერი 6 – მის ზონაში „მილანი“ გასვლას ვერ ახერხებდა.
ბონუჩი 5.5 – ბრაჰიმ დიასს მწვანე შუქი აუნთო, როდესაც შეეძლო დაჯარიმებულიყო.
ალექს სანდრო 4.5 – მძიმე შეცდომების სია უფრო გრძელი ხდება, დაეძინა ტომორის გოლზე.
კუადრადო 5 – კაცს ვერ ატყუებს, დასაწყისში რამდენიმე სიტუაციაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, არადა შეეძლო თამაშის ბედი შეეცვალა.
მაკკენი 5.5 – კუადრადოზე მეტი ან უკეთესი არაფერი გაუკეთებია.
ლოკატელი 5 – ბევრი, ძალიან ბევრი შეცდომა შეტევის წამოწყების ფაზაში.
პარედესი 5.5 – შემოდის 0:2-ზე და „იუვეს“ ტემპის შეცვლა არ სჭირდება.
რაბიო 6 – იგებს დუელი, ბურთით ხარისხიანად თამაშობს, ყოველთვის იქაა, სადაც უნდა იყოს. სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია, ვიდრე წინა სეზონებში, ის ნამდვილია, მაგრამ ისიცაა, რომ მხოლოდ ერთია.
სულე შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
კოსტიჩი 5.5 – ყველაფერი ჰქონდა სხვაობის შესაქმნელად, მაგრამ ძალიან მარტივად დაიკარგა.
მირეტი 5.5 – სიახლე შემოიტანა, მაგრამ საკმარისი არ იყო, რადგან სიზუსტე აკლდა.
მილიკი 6.5 – კარგ ხარისხში ითამაშა, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც დაბალ შეფასებას არ იმსახურებს, ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსიც, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.
ვლაჰოვიჩი 4.5 – მან ბრაჰიმ დიასს საგოლე პასი გაუკეთა.
კინი 6 – ამჯერად თამაშში სწორი განწყობით ჩაერთო.
ალეგრი 5 – „იუვემ“ კარგად დაიწყო, მაგრამ ალეგრის ცალკეულმა პირებმა უღალატეს. ალეგრის დაბრუნების შემდეგ გუნდს უშუალო კონკურენტთან თამაში არ მოუგია, ამის მიზეზი ერთზე მეტი იქნება.