ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ თემაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ცალკეულ ფეხბურთელებზე.
„ეს დერბი გამორჩეულია იმითაც, რომ წელიწადნახევრის შემდეგ გულშემატკივრები დაესწრებიან. სატურნირო ცხრილში პოზიცია უნდა გავიუმჯობესოთ. იურიჩი შესანიშნავად მუშაობა და გუნდს გადასცა თავისი ცნებები. რთული თამაში იქნება და მოთმინება დაგვჭირდება. „ტორინო“ არის გუნდი, რომელმაც ყველაზე ნაკლები დარტყმა მიიღო კარისკენ მეტოქეებისგან. როდესაც ისინი ტემპს აგდებენ, ყოველთვის ერთი და იგივე რაღაცებს აკეთებენ.
ბონუჩი დაისვენებს? რაც შეეხება შემადგენლობას, შჩესნი და კიელინი ნამდვილად ითამაშებენ, დანარჩენი ვნახოთ, ზოგი უფრო მეტად დაღლილია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ენერგიის აღსადგენად დრო ჯერ კიდევ არის. ვნახოთ, ვინც ფიზიკურად უკეთ იქნება, ისინი აუცილებლად ითამაშებენ.
არტური? მან გუშინ გუნდთან ერთად მეორედ ივარჯიშა. ხვალ ის, ისევე როგორც კაიო ჟორჟე სათადარიგო სკამზე იქნებიან. შეიძლება დაგვჭირდნენ. არტური შესანიშნავი მოთამაშეა ბურთის ფლობის დროს, რომელსაც შეუძლია ტექნიკურად ჩვენი გაუმჯობესება.
ალექს სანდროს პროგრესი? ის აბსოლუტური ღირებულების ფეხბურთელია, მას მრავალი წელია ვიცნობ, ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველია. არის მომენტები, როცა სეზონს კარგად ატარებ, ზოგჯერ კი – ცუდად. მან ეს სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდით და გარემოთი ოთხშაბათის შემდეგ, უფრო დავახლოვდით.
ბერნარდესკი? ოთხშაბათს შესანიშნავად ითამაშა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი ტექნიკური თვისებები ეჭვს არ იწვევს, არამედ ფიზიკური მონაცემები. მან „ჩელსისთან“ არაჩვეულებრივად ითამაშა მთელი მატჩის განმავლობაში, კიეზას გოლის დროს კი დიდებული იყო, ჯერ ბურთი მკერდით გააჩერა და მერე იდეალური პასი გააკეთა. თუმცა, ამ თამაშით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ახლა მხოლოდ დერბიზე უნდა ვიფიქროთ, რადგან დაკარგული ქულები ნელ-ნელა უნდა ავინაზღაუროთ. სანაკრებო პაუზის პირველი პაუზის წინ „ემპლისთან“ წავაგეთ და ცუდი იყო, ახლა ვიმედოვნებთ, რომ მოვიგებთ, რადგან ფსიქოლოგიური ასპექტიც ასე გაუმჯობესდება.
დიბალას და კიეზას თამაში თავდასხმის წყვილში? „ემპოლისთან“ ერთად ითამაშეს, მაგრამ ეს იყო განსხვავებული თამაში. მისი თვისებების გამო (კიეზას) უფრო მეტად დაგვჭირდება მისი ფლანგზე თამაში. ნელ-ნელა ვეცდებით, ეს საკითხები დავალაგოთ.
ბენტანკური და ლოკატელი? ორივე მათგანს არასდროს უხელმძღვანელია ნახევარდაცვისთვის მარტო. ბენტანკურს სჭირდება ვინმე, ვინც ბურთის ფლობაში დაეხმარება. რაც უფრო მეტს თამაშობენ ერთად, მით უფრო უკეთ იცნობენ ერთმანეთს და უკეთ ითამაშებენ.
ტუხელის წინააღმდეგ უფრო რთულია თამაშის დაგეგმვა თუ იურიჩის? აქ არ არის საუბარი სირთულეზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩემპიონატში ქულები გვჭირდება. ქაღალდზე გათვლებით 5 ქულით ნაკლები მოვიპოვეთ განვლილ ტურებში. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული და „ჩელსისთან“ მატჩისგან განსხვავებული თამაში იქნება.
„რომასთან“ სამხრეთამერიკელები თუ იქნებიან? სამხრეთამერიკელებისთვის კონკრეტული პროგრამა არ მაქვს. ვიცი, რომ იტალიის ნაკრების წევრები კვირას შეკრებას მორჩებიან და „რომასთან მატჩის კვირაში გუნდთან ერთად იქნებიან, სამხრეთამერიკელები კი პარასკევს დაბრუნდებიან და კვირას თამაში შეეძლებათ, რადგან დრო არის“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.