მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “მალმიოსთან” მატჩის შემდეგ

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “მალმიოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მალმიოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილი დარჩა სეზონში პირველი გამარჯვებით, განსაკუთრებით კი კარის მშრალად შენახვამ გაახარა, რაც სხვათა შორის, 2 მარტის შემდეგ პირველად მოხდა.

“ჩემპიონთა ლიგის მატჩს, როცა თამაშობ, მღელვარება უფრო მეტია, ვიდრე შიში. სადებიუტო თამაში იყო სტუმრად, განსაკუთრებით ჩემპიონატში სამი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ და ნორმალურია, რომ ცოტა მეტი ზეწოლა იყო, მაგრამ ბიჭებმა ტექნიკურად კარგი თამაში ჩაატარეს. ზოგიერთ სიტუაციაში შეგვეძლო უკეთესად გვეთამაში და საჭირო იყო პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტის უკეთ გამოყენება. გვჭირდება გაუმჯობესება, ეს აბსოლუტურად არ ცვლის გზას, რომელიც 14 ივლისს დავიწყეთ. შედეგები გავლენას ახდენს შეფასებებზე და ამიტომაც, ბალანსის შენარჩუნება, როგორც გამარჯვებების, ისე დამარცხების შემთხვევაში.

კარის მშრალად შენახვა? ეს არის სიგნალი, პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვთხოვე, რომ თამაში გოლის გაშვების გარეშე დაესრულებინათ, რადგან ამას უნდა შევეჩვიოთ და გოლის არგაშვება დაძაბულობას ხსნის. 2 მარტიდან თამაშში ერთ გოლს მაინც ვუშვებდით და მნიშვნელოვანი იყო კარის მშრალად შენახვა. შჩესნიმ კარგად ითამაშა, როგორც ყველა დანარჩენმა. მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, ხუთშაბათიდან კი ჩემპიონატზე ვიფიქრებთ.

დიახ, ბოლო 8 მატჩი მოგებული არ მქონდა, ჩემი ბოლო სეზონის უკანასკნელი 5 მატჩი და მიმდინარე სეზონის სამი, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერია ძალიან გრძელი გახდებოდა. „მილანი“? ჩვენს თავს მიზანი უნდა დავუსახოთ, ნოემბრის სანაკრებო პაუზისთვის, ვნახოთ, სად ვიქნებით იმ მომენტში. „მილანი“ ძალიან ძლიერი გუნდია და ენთუზიაზმით სავსე მომენტშია, ესეც ჩვენთვის სტიმული უნდა იყოს.

მენტალური ასპექტის მნიშვნელობა ყველა საქმეში 90%-ია და ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი. როდესაც ჩემპიონატში ქულებს კარგავ, როგორც ჩვენ, ვუშვებდით ინდივიდუალურ შეცდომებს, როგორც უდინესა და ნეაპოლში, ყველაფერი ნეგატიური ხდება. მახსოვს 2015-2016 წლების სეზონი, როცა სკუდეტო წარმოუდგენლად მოვიგეთ. „სასუოლოსთან“ მარცხი, როდესაც სანსონემ ჯარიმით გაგვიტანა და ეს იყო მათი ერთადერთი დარტყმა, ჩვენ კი კარში 8-ჯერ დავარტყით და გოლი ვერ გავიტანეთ, ეს გიჟური რამ იყო. შემდეგ მოვიგეთ თამაშები, რომელთა მოგებასაც არ ვიმსახურებდით. ყოველთვის უნდა გამოვყოთ შედეგი თამაშის ხარისხისგან.

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ადვილი არ არის, ამ მატჩების მოგება მნიშვნელოვანია. წინ პრესინგს ცოტა ვაგვიანებდით, ამ სამ ნახევარმცველს ერთად არასდროს უთამაშია და ამას ცოტა დრო სჭირდება. რაბიო შესანიშნავი ფეხბურთელია, თვითონაც არ იცის, რამხელა პოტენციალი აქვს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …