ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ანტონი მარსიალს უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერის ალბათობა, საკმაოდ დაბალია.
ფრანგი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის გეგმებში არ შედის და მასაც გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პრობლემა მაღალი ხელფასია. მარსიალი “იუვემ” იჯარით რომ დაიმატოს, ამისთვის საჭირო იქნება “მანჩესტერმა” მისი ხელფასის დიდი ნაწილი გადაიხადოს, რაც ცხადია, სავარაუდოდ, ინგლისელთა გეგმებში არ შედის.
“იუვენტუსს” თავდასხმაში პრობლემები აქვს, მითუმეტეს ფედერიკო კიეზას ტრავმის შემდეგ, ამიტომაც, ამ პოზიციაზე გაძლიერება მნიშვნელოვანი იქნება სეზონის მეორე ნაწილში კონკურენტუნარიანობისთვის. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დრო არ დარჩა და არც ისე მაღალია შანსი, რომ “იუვემ” იანვარში რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს.