ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ახლა „ინტერში“ მუშაობს, გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც მან „იუვეში“ განახორციელა.
ასეთად მაროტა პოლ პოგბას გაყიდვას და გონსალო იგუაინის შეძენას მიიჩნევს:
„ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება 2016 წელს იყო, როდესაც პოგბა 105 მილიონ ევროდ გავყიდეთ და ამას 10 მილიონი ბონუსად დაემატა, მერე კი იგუაინი ვიყიდეთ.ეს ოპერაცია ყველა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ პოგბა უფასოდ გვყავდა დამატებული და შესაბამისად, ყველაზე დიდი მოგება მოიტანა“, – თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა.