ტურინის „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის ფეხბურთელი მარლი აკე მთავარ გუნდთან ივარჯიშებს და შესაძლოა სათამაშო დრო უფრო მეტად მიიღოს.
როგორც იტალიური მედია წერს, ფრანგი შემტევი ალეგრის მოსწონს და მას ფედერიკო კიეზას ტრავმის გამო უფრო მეტად გამოიყენებს. 21 წლის ფეხბურთელს დებიუტი მთავარ გუნდში „სამპდორიასთან“ იტალიის თასზე ჰქონდა და 15 წუთში გულშემატკივარს თავი აქტიურობით დაამახსოვრა, პენალტიც გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ მარლი აკე „იუვენტუსმა“ „მარსელოდან“ მეორე გუნდისთვის დაიმატა, რომლის შემადგენლობაში სერია C-ში მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი.