მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” რიუდიგერს 4-წლიან კონტრაქტს და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს

“იუვენტუსი” რიუდიგერს 4-წლიან კონტრაქტს და სოლიდურ ხელფასს სთავაზობს

ესპანურმა გამოცემა Marca-მ ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი დაუკავშირა.

გერმანელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ტურინელებსაც მისი დამატება უფასოდ სურთ.

წყაროს თანახმად, „იუვემ“ ფეხბურთელს უკვე მოუმზადა 4-წლიანი კონტრაქტი, რომელშიც ხელფასის სახით გერმანელი 55 მილიონ ევროს მიიღებს. რიუდიგერით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, რომ მას იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს და „რომას“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …