მილანის „ინტერის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ სძულს.
„პატივისცემა მაქვს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით „იუვენტუსი“ მძულს. მე ვიყავი ბერლინსა (2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი – რედ) და კარდიფში (2017 წლის ფინალი), როდესაც ისინი დამარცხდნენ. გული აჩქარებული მქონდა, რომ მოეგოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა“, – თქვა მატერაციმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელის „იუვესადმი“ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას არც არასდროს მალავდა.