ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი დელიკატურ ვითარებაშია და კრიზისის დასაძლევად სწრაფად მოქმედებაა საჭირო.
„პრობლემა ის არაა, რომ „იუვემ“ წააგო, წაგება შეიძლება, მაგრამ როცა „მონცასთან“ აგებ კარში დარტყმის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ კლუბს, გუნდსა და მწვრთნელს შორის უთანხმოებაა. ეს განცხადებებიდანაც ჩანს.
ასეთი შემადგენლობა რომ გყავს, თუნდაც 10 ფეხბურთელით „იუვე“ ასე არ უნდა თამაშობდეს “მონცას” წინააღმდეგ, ეს შემაშფოთებელია. ადრე მეშვიდე ადგილზე გავდიოდით, მაგრამ არასდროს გამიგია, რომ ამაზე ვინმეს სიტყვა შემაშფოთებელი ეთქვას, როგორც ეს თქვა ბონუჩიმ. დი მარია ვერ თამაშობს, ვლაჰოვიჩი ვეღარ პროგრესირებს.
ამჟამად მე „იუვეში“ არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გუნდი პრობლემებს მოაგვარებს. ჩემპიონატი ორ ეტაპად მიმდინარეობს, არ მინდა, მწვრთნელის შესაცვლელად პაუზას დაველოდოთ. ძალიან დელიკატური სიტუაციაა.
გუნდს არ აქვს თამაში. ალეგრის კონტრაქტი ძალიან მაღალია, მაგრამ ეს შედეგი შეცდომების სერიამ მოიტანა. ვხედავთ, რომ გუნდი ვერ ვითარდება. ძალიან მაფიქრებს ბონუჩის განცხადება, რომელმაც კამერების წინ თქვა, რომ გუნდის ვითარებით შეშფოთებულია. სიტუაციის შეცვლა არ ადვილი არ იქნება.
დი მარიას საქციელი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რაც ხდება. მისი გამოცდილების მოთამაშემ ასეთ მომენტში მსგავსი შეცდომა დაუშვა და გუნდის საფრთხის წინაშე დააყენა. არ ვიცი რა უნდა გააკეთონ, გუნდი ზოგადად დაბნეულია“, – თქვა მარკიზიომ.