ტურინის „იუვენტუსის“ დაჯარიმებას კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა. როგორც მან დაწერა, კაპიტალის ხელოვნურ ზრდას ყველა კლუბი მიმართავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ „იუვენტუსი“ დასაჯეს.
„დავარქვათ ამას კაპიტალის მოგება: ეკონომიკურ ენაზე ღირებულების ზრდა, დადებითი განსხვავება ერთი და იგივე აქტივის ორ ფასეულობას შორის. აქვე დავამატებ, რომ „იუვენტუსი“ სანქცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა კლუბი აკეთებს და იყენებს“, – დაწერა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააკლეს. აღსანიშნავია, რომ ტურინული კლუბის გარშემო სხვა გამოძიებებიც მიმდინარეობს და სხვა სასჯელების მოსალოდნელია.
View this post on Instagram
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი