„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო მორიგ წარუმატებელ მატჩს გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გუნდს გულშემატკივრების მხარდაჭერა ახლა სჭირდება.
„რთული მომენტია. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ხარისხის პრობლემა. გუნდს აკლია რიტმი, ინტენსივობა და სისასტიკე, ისევე, როგორც სათამაშო იდეა. თუმცა, ჩვენ გულშემატკივრები ყოველთვის გუნდთან ახლოს უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ახლა. გაერთიანებული უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა მარკიზიომ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 11 ტურში მხოლოდ 15 ქულა აქვს და სეზონი კატასტროფულად დაიწყო.