ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან არ გამორიცხა „ბებერ ქალბატონში“ დაბრუნება. მარკიზიომ მადლობა გადაუხადა ჯორჯო კიელინის და „იუვეს“ სეზონიც შეაფასა.
„მე იუვენტინოდ დავიბადე, „იუვესთან“ ერთად გავიზარდე და „იუვესთან“ ერთად ბევრი ტიტული მოვიგე. თუ შესაძლებლობა იქნება, შევაფასებ, დღეს კმაყოფილი ვარ ამ გზით.
კიელინის მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა, ასევე იმისთვისაც, რასაც ის იტალიურ ფეხბურთში ტოვებს. ვწუხვარ, მაგრამ კარიერის დასრულების მომენტი ადრე თუ გვიან ყველასთვის დგება.
„იუვეს“ სეზონი? მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თასის ფინალში ითამაშებს, კიდევ ერთხელ და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს, შემდეგ კი მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მიმდინარე სეზონში ბევრი აღმავლობა და ვარდნა იყო, უფრო სტაბილური თამაშით შეიძლებოდა სკუდეტოზე ბრძოლა“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიო ტურინში დაიბადა, „იუვეს“ აკადემიაში გაიზარდა, მთავარ გუნდში კი 2006-2018 წლებში 389 თამაში ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.