მთავარი / სიახლეები / ანიელი ალეგრის მომავალზე, დელ პიეროს დაბრუნებასა და იუვეს პროექტის მთავარ ფეხბურთელებზე

ანიელი ალეგრის მომავალზე, დელ პიეროს დაბრუნებასა და იუვეს პროექტის მთავარ ფეხბურთელებზე

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ იტალიურ მედიასთან მასიმილიანო ალეგრის მომავალსა და ალესანდრო დელ პიეროს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებიც „იუვეს“ მომავალთან ასოცირდებიან.

„ჩემთვის ალეგრის პროექტი ისევ ვალიდურია. გზას უნდა ვუყუროთ. მან აღადგინა სიმყარე. ორი კვირის წინ ჩატარებულმა ერთმა თამაშმა დიდი სინანული დაგვიტოვა და სკუდეტოსთვის ვეღარ ვიბრძვით. არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ ვიცოდით, რომ რთული სეზონი იქნებოდა. თუ იტალიის თასის ფინალსაც ვერ მოვიგებთ, ეს სინანული მომდევნო სეზონისთვის კარგი ნიშანი იქნება. იტალიის თასი უმნიშვნელო არაა, ჩემპიონთა ლიგა უფრო მიმზიდველია, მაგრამ ყველა ტიტულს აქვს მნიშვნელობა.

მე „იუვენტუსს“ მიღმა? მშვიდად ვარ, ვიცი, რასაც ვაკეთებთ და რაც მთავარია, ეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩვენ გვაქვს დე ფაქტო სუპერლიგა, ჩეფერინისთან კონტაქტი აღარ მაქვს, მაგრამ კლუბების რეაქცია დამაფიქრებელია. ჩემპიონთა ლიგა? შეიძლება ფორმატი განიხილო, მაგრამ მთავარი განსახილველი მმართველობაა. შეხედეთ პრემიერლიგას, ყოველწლიურად 4.2 მილიარდამდე შემოსავალს იღებს და იზიდავს ყველა ტალანტს. უეფა ახალი ჩემპიონთა ლიგიდან 5 მილიარდის შემოსავალს ელოდება, ასე რომ, ეს თანხა სხვა ქვეყნებზე უნდა განაწილდეს, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი ან ესპანეთი.

დიბალა დიდი ფეხბურთელია, თუმცა გადაწყვეტილებები მომენტებიდან გამომდინარე მიიღება. დეკემბერში ვიტყოდი, რომ მისი ყიდვა შეუძლებელი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში იანვარში მაინც. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, დუშანზე, დე ლიხტსა და კიეზაზე.

დელ პიერო? მას ყოველთვის მივესალმებით, დღეს ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ძალიან ბედნიერი ცხოვრება აქვს. მისთვის „იუვენტუსის“ კარი ნებისმიერ დროს ღიაა. თუმცა, კლუბში გაწევრიანება ნიშნავს მისი ცხოვრების შეცვლას. ახლა ის ორიენტირებულია ცხოვრებაზე, რომელიც აქვს და საკმარისად ბედნიერია.

ბონუჩი და კიელინი? ახლა ისინი სეზონის კარგად დასრულებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული, შემდეგ ყველა შეფასებას გავაკეთებთ. ლეოს ჯორჯოსთან ერთად კლუბში თავისი ადგილი უკვე აქვს, ყველაფერი მათი გადასაწყვეტია. ლეო დანამდვილებით ჩვენთან რჩება.

მაროტა გვაკლია? დიახ, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც გვიყვარს. იმ მომენტში გარკვეული არჩევანი გაკეთდა. ახლა „ინტერში“ ძალიან კარგად მუშაობს, მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს სტივენ ჟანგთან, უნივერსიტეტიდან ვმეგობრობთ.

სტადიონი? „სან სიროს“ თავისი დრო ჰქონდა. იტალიას სჭირდება 60 ათასიანი სტადიონი, მილანში ან რომში. მე ასეთ სტადიონს მხოლოდ ეროვნული ნაკრებისთვის ავაშენებდი, მხოლოდ ნაკრებისთვის იქნებოდა განკუთვნილი“, – თქვა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …