ტურინის „იუვენტუსის“ თამაში „ბოლონიასთან“ კლაუდიო მარკიზიომ შეაფასა და თავისი ყოფილი გუნდი შეაქო. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მაღალ რიტმში ითამაშა და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა.
„პირველ ტაიმში „იუვეს“ გაუჭირდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი პრესინგით და მაღალი რიტმით თამაშობდა. „იუვე“ კარგი იყო, თუ „ბოლონია“ სახიფათოდ ვერ უტევდა, ეს „ბიანკონერის“ დამსახურებაა. ეს არის გამარჯვება, რომელიც საშუალება იძლევა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის კარგად მოემზადოს, სადაც სეზონი საუკეთესოდ არ დაუწყია“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 5 ოქტომბერს, ჰაიფას „მაკაბის“ უმასპინძლებს, ხოლო 8 ოქტომბერს, სერია A-ში „მილანს“ სტუმრად შეხვდება.