ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ თამაში განსაკუთრებით პატარა გუნდების წინააღმდეგ.
„როგორც „იუვეს“ გულშემატკივარი, ვერ ვხვდები, რატომ უჭირს „იუვეს“ დაბალი დონის გუნდების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავძლევთ ამ სიტუაციას, რადგან ასეთი კლუბისგან მოლოდინი დიდია.
მირეტი? ის კარგი ამბავია ახალგაზრდაა და უკვე მზადაა, აქვს ხარისხი. მე ნედვედს მაგონებს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან დასაახლოებლად დიდი გზა აქვს გასავლელი“, – თქვა მარკიზიომ.