მთავარი / სიახლეები / როველა: “იუვენტუსიდან” ერთადერთი მოტივით წავედი”

როველა: “იუვენტუსიდან” ერთადერთი მოტივით წავედი”

„მონცას“ ფეხბურთელმა ნიკოლო როველამ დაასახელა მოტივი, რის გამოც „იუვენტუსი“ დატოვა. როგორც 20 წლის იტალიელმა აღნიშნა, ახლა მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რათა გამოცდილება მიიღოს და მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად იყოს.

„მე და ალეგრიმ კერუბინისთან და ნედვედთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩემთვის, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. ჩემს პოზიციაზე დიდ გუნდებში ძნელია მუდმივად სათამაშო დროის მიღება. მერჩივნა წავსულიყავი და მეთამაშა, გამოცდილება დამეგროვებინა, რომ ერთ დღესაც მზად ვიყო მაღალ დონეზე სათამაშოდ“, – თქვა როველამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო როველამ სეზონის სტარტზე „იუვენტუსში“ ითამაშა, თუმცა შემდეგ ერთწლიანი მშრალი იჯარით ის „მონცაში“ გაანათხოვრეს. პარადოქსია, რომ „მონცა“ – „იუვეს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ როველა იყო…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …