მთავარი / სიახლეები / მარკიზიო დიბალას ემოციური მესიჯით დაემშვიდობა

მარკიზიო დიბალას ემოციური მესიჯით დაემშვიდობა

კლაუდიო მარკიზიო პაულო დიბალას ემოციური წერილით დაემშვიდობა. იტალიელმა გაიხსენა 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი, რომლის დასრულების შემდეგ ბერლინიდან ტურინში დაბრუნებისას პაულო დიბალა „იუვეს“ გუნდთან ერთად თვითმფრინავში იყო და იქიდან დაიწყო მისი ტურინული ისტორია.

„ბერლინიდან იმედგაცრუებულები და ცოტა გაბრაზებულები ვბრუნდებოდით. ტურინში დაბრუნების დროს გიყურებდი და მოხიბლული ვიყავი შენი ბავშვური სახით და შენი მამაკაცური თვალებით. ჩემთვის მე-10 ნომრები ყოველთვის სუსტი წერტილები იყვნენ.

ხშირად წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ბიჭი მამაკაცის თვალებით საბოლოოდ მოგვიტანდა ჩემპიონთა ლიგის თასს სახლში, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. შენ გაიკეთე ნიღაბი, მაგრამ ყველას ისეთი გვიყვარხარ, როგორიც ხართ. კარგ თავგადასავალს გისურვებ პაულო“, – დაწერა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა და კლაუდიო მარკიზიო თანაგუნდელები მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, 2015-2018 წლებში იყვნენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Claudio Marchisio (@marchisiocla8)

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …