იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში შვეიცარია 3:0 დაამარცხა. თამაში რობერტო მანჩინიმ შეაფასა და განაცხადა, რომ ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებლია.
„შვეიცარია ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში იყო. გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. იმიტომ მოვიგეთ, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვინდოდა. ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. მაღალ პრესინგს ვთამაშბდით, რითაც მეტოქე ვაიძულეთ შეცდომები დაეშვათ. ეს ადვილი არ იყო, 5 დღის განმავლობაში მეორე თამაში იყო და ბევრი ენერგია დავხარჯეთ. საფრანგეთი ფავორიტია? არსებობენ გუნდები, რომლებიც ზრდის პროცესში გვისწრებენ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ იტალიას მომატება შეუძლია, ეს აქამდეც ვთქვი. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ზრდა შეუძლიათ.
3-მცველიან სქემაზე გადაწყობა? იმიტომ, რომ გვინდოდა თავი უფრო მშვიდად დაგვეცვა. კიელინი? იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია, ხვალ ვნახოთ რა მოხდება. უელსთან მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნი“, – თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალია ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 20 ივნისს, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.