მთავარი / სიახლეები / მანუელ ლოკატელი: “ახლა მომავალზე არ ვფიქრობ”

მანუელ ლოკატელი: “ახლა მომავალზე არ ვფიქრობ”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ შვეიცარიასთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მანუელმა თამაშის შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ამ თამაშის უკან დიდი სამუშაო დგას. ვამაყობ, რომ ფანტასტიკური გუნდის წევრი ვარ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. აქ შრომის წყალობით მოვხვდი. მომავალი? ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა, მინდა ამ საღამოთი ვისიამოვნო. პირველი გოლი ბერარდის ულამაზესი პასით გავიტანე, როგორც წესი, შეტევაში ასე არ ვერთვები, მაგრამ იმ მომენტში ეს გიჟური იდეა მქონდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ვერატი? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია. ახლა ასე გაგრძელებაზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ლოკატელიმ.

მანუელ ლოკატელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა (23 წლის). იტალიის ისტორიაში კი მხოლოდ მესამე, ვინც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა. მანამდე ეს პიერლუიჯი კაზირაგის და მარიო ბალოტელის გაეკეთებინათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …