მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის პირველი ტურის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ხალხს ბედნიერება უნდა მივანიჭოთ და სიამოვნება მივანიჭოთ. პირველი თამაში ყოველთვის რთულია, მენტალურად თავისუფლები უნდა ვიყოთ, სხვა რამეზე არ უნდა ვიფიქროთ. როდესაც ასეთი დიდი ტურნირია, ყველა მას უყურებს, ისინიც კი, ვინც ფეხბურთში ვერ ერკვევა. პირველ თამაშში წნეხი ყოველთვის არსებობს. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ფეხბურთის თამაში, რომ ვისიამოვნოთ და პატივი ვცეთ თურქეთის ნაკრების მახასიათებლებს და მის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ძლიერი მეტოქეა. სამი წლის წინ თავდაჯერებული ვიყავი და დღეს კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ, სიამოვნებას ვიღებთ თამაშით და გვინდა ასე გავაგრძელოთ.

უკეთესი იქნებოდა, რომ სტადიონზე უფრო მეტი გულშემატკივარი ყოფილიყო. 16 ათასი ადამიანი იქნება, მათ შორის, ბევრი თურქი გულშემატკივარი. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და ცოტა ხნის წინ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვთამაშობდით. ეს არის საფეხბურთო მატჩი, რომელსაც მშვიდად უნდა შევხვდეთ. გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ვიცით.

ვწუხვართ, რომ ლორენცო პელეგრინი გამოგვაკლდა, ის ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, როგორც სენსი. წინა დღეს კარგად იყო, კარგადაც ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის დატოვება დაწყებამდე ერთი დღით ადრე მტკივნეულია, იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდება.

შემადგენლობა? შეიძლება უკვე გაკეთებულია არჩევანი, მაგრამ წინ კიდევ ორი ვარჯიშია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ყველა მოთამაშე ძალიან კოცნენტრირებულია. იციან, რომ თუნდაც მოედანზე პირველივე წუთიდან არ იყვნენ, შეუძლიათ ცვლილებიდან თამაშში სხვაობა შეიტანონ“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …

პოგბა მარკიზიოს: “მომდევნო მიმართულება ტურინია”

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფრანგის ტურინში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. …