მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ”

კიელინი: “ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვართ”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის წინ, რომელშიც იტალია თურქეთს დაუპირისპირდება. კომენტარი გააკეთა. ჯორჯოს განცხადებით, მზად არიან ევრო 2020-სთვის.

„ვფიქრობ, რომ მზად ვარ და მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება, მაგრამ ჩვენ საუკეთესო კონდიციებში ვიმყოფებით. დიდი ენთუზიაზმი გვაქვს, რთული იქნება, მაგრამ მზად ვართ.

იტალია – შვედეთის მატჩი ისევ ჩვენშია და მისი დავიწყება ვერ შევძელით. თუმცა, ამ იმედგაცრუებამ ენთუზიაზმი გაზარდა და მათ შორის გულშემატკივრებშიც, გვინდა, მაშინდელი წარუმატებლობა დავივიწყოთ. მოუთმენლად ველოდებით მოედანზე გასვლას და ამ ემოციის ერთად განცდას.

ეს გახსნის მატჩია და ამიტომ, უფრო მეტი სირთულე იქნება, როგორც ჩვენთვის, ასევე თურქეთისთვის. ეს იქნება ემოციებით სავსე საღამო, მაგრამ არ უნდა ვინერვიულოთ. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და გარკვეულწილად სიგიჟის განცდა, რაც მსგავს ტურნირებში აუცილებელია დიდი შედეგის მისაღწევად“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …