იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. მანჩინიმ ჟურნალისტების წინაშე კომენტარი გააკეთა და დადებითი შედეგის მიღწევაში დარწმუნებულია.
„მნიშვნელოვანი მატჩისთვის მშვიდად უნდა მოვემზადოთ, ვითამაშებთ ისე, როგორც პირველ თამაშში, რომელიც კარგად ჩავატარეთ. ისტორია გვეუბნება, რომ შვეიცარიასთან თამაში ყოველთვის რლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველ შეხვედრაში, გავიმარჯვებთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე პრაქტიკულად გავალთ. ძალიან კარგად თამაში შეგვიძლია თუ ამას მოვახერხებთ, ბევრ გოლსაც გავიტანთ“, – თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები შვეიცარიას 12 ნოემბერს, რომში უმასპინძლებს და ეს გადამწყვეტი მატჩია, რადგან ორივე გუნდს 14-14 ქულა აქვს და პირველი ადგილისთვის იბრძვიან.
მანჩინიმ კომენტარი „იუვენტუსის“ ფეხბურთელებზეც გააკეთა, როცა ჰკითხეს, რომ ისინი საუკეთესო ფორმაში არ არიან. თუმცა, იტალიის ნაკრების მწვრთნელი ამაზე არ ღელავს.
„ბონუჩი და კიელინი კარგად არიან, დღეს და ხვალ ივარჯიშებენ და ვნახოთ. კიეზას, ბერნარდესკის და ლოკატელის ყოველთვის ვიძახდი ნაკრებში, ლოკას „იუვეში“ გადასვლამდეც. მე არ მაწუხებს „იუვეს“ მდგომარეობა, ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან. ყოველთვის კარგად თამაში შეუძლებელია, მაგრამ როცა ისინი ჩემთან არიან, კარგად თამაშობენ, ამიტომაც, ამ საკითხზე არ ვნერვიულობ“, – განაცხადა რობერტომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიას შვეიცარიის შემდეგ 15 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაში მოუწევს.