ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ბოლო დროს ბევრი საუბარია.
ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „პარი სენ ჟერმენი“ პორტუგალიელის შეძენით დაინტერესებული არ არის, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ კი. თუმცა, ინგლისელებს ფეხბურთში 25 მილიონი ევროს გადახდა, რასაც „იუვენტუსი“ ითხოვს არ სურთ. მისივე ცნობით, ტურინში დარწმუნებულნი არიან, რომ კრიშტიანუ „იუვეში“ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზარი 31 აგვისტოს იხურება.