ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ვესტონ მაკკენის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო.
ამერიკელ ნახევარმცველს პირველად პროგნოზით მიმდინარე სეზონში ვეღარ უნდა ეთამაშა, მაგრამ Tuttosport-ი წერს, რომ ვესტონის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.
შედეგად, გამოცემის ცნობით, მაკკენი შესაძლოა აპრილის ბოლოს გამოჯანმრთელდეს და სეზონის ბოლო ოთხ თამაშში მწვრთნელის განკარგულებაში იყოს – „ვენეციასთან“, „ჯენოასთან“, „ლაციოსთან“ და „ფიორენტინასთან“. გარდა, პოტენციურად იტალიის თასის ფინალში.
შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენიმ ტრავმა თებერვალში, „ვილიარეალთან“ შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 28 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.