ტურინის „იუვენტუსს“ პრობლემები არ ელევა და ვესტონ მაკკენი გამოაკლდა, თან ისე, რომ მას პრესეზონზე ერთი წუთითაც არ უთამაშია.
მაკკენიმ დაზიანება „რეალთან“ მატჩის წინ მიიღო და იტალიური მედიის ცნობით, დაზიანება სერიოზულია.
ამერიკელი ნახევარმცველი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, უფრო კონკრეტულად 1-2 თვე, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბაც ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა.