მთავარი / სიახლეები / ლუის ენრიკე: “ფინალში იტალიას ვგულშემატკივრობ და იმედია მოიგებს”

ლუის ენრიკე: “ფინალში იტალიას ვგულშემატკივრობ და იმედია მოიგებს”

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ევრო 2020-ის ფინალში იტალიას უქომაგებს. მან ამის შესახებ ნახევარფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

“ბედნიერი ვარ იმით, რაც ვნახე, ორი უმაღლესი დონის გუნდი თამაშობდა, გულშემატკივრებისთვის ეს ნამდვილი სპექტაკლი იყო. იმედი მაქვს, რომ ფინალში იტალია დიდ თამაშს ჩაატარებს. არანაირი სინანული, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, წარმოუდგენლად ინტენსიური თამაში იყო. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე ვნახე. მე ვუყურე კიელინის და ბონუჩის, როგორ ითამაშეს ლუკაკუს წინააღმდეგ და გადავწყვიტე, რომ ფორვარდი არ დამეყენებინა და ერთით მეტი კაცი ნახევარდაცვაში გვყოლოდა. ახლა იტალიას ვგულშემატკივრობ, ინგლისელებს ეს არ მოეწონებათ, მაგრამ ფინალში იტალიას ვგულშემატკივრობ”, – თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, “უემბლიზე” ინგლისი-დანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …