მთავარი / სიახლეები / იტალია – ესპანეთი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალია – ესპანეთი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში (1:1, 4:2) დაამარცხა და ფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

დონარუმა 7.5 – დიდებული სეივი ჰქონდა დანი ოლმოზე პირველ ტაიმში, ვერაფერს იზამდა მორატას გოლში, მაგრამ კარგი იყო „ლაიფციგის“ შემტევის ჯარიმაზეც. პენალტების სერიაში მორატას გადამწყვეტი დარტყმა აუღო, ჩვენთვის კარგია, რომ ჩვენი ჩემპიონი კარშია.

დი ლორენცო 7 – ფერან ტორესთან დუელი მოიგო, ერთ ეპიზოდში გუნდი დიდ ხიფათს გადაარჩინა და დაცვაში ზოგადად საიმედო იყო, იმის მიუხედავად, რომ წინ ვერ მიდიოდა.

ბონუჩი 6 – ესპანეთმა ფორვარდის გარეშე ითამაშა და ის თავისი ზონის დაცვას ახერხებდა. ჟორჟინიოსთან ერთად ის ცდილობდა შეტევის უკნიდან დაწყებას, მაგრამ მასაც ძალიან უჭირდა.

კიელინი 6 – ემერონი ხშირად ორ მეტოქესთან ტოვებდა და ის ყველაფერს აკეთებდა, როგორც შეეძლო. მორატას გოლზე შეეძლო მეტოქის უფრო მაღლა აყვანა.

ემერსონი 6.5 – დაცვით ფაზაში ძალიან გარისკა, მაგრამ ოიარსაბალს მადლობა უნდა გადაუხადოს. მაგრამ შეტევით ფაზაში სპინაცოლას არყოფნა გუნდს არ დაატყო, პირველ ტაიმში სწორედ ის ქმნიდა ხიფათს და ბურთი ხარიხასაც მოარტყა.

ტოლოი 6 – ბევრი აგრესია, ბევრი ბრძლა, რაც საჭირო იყო.

ბარელა 6.5 – ის ერთადერთი იყო „აძურის“ ნახევარდაცვაში ვინც ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა ლუის ენრიკეს გუნდის წინააღმდეგ. თანაგუნდელების დატოვებულ სივრცეებს ხშირად ავსებდა. მოედნიდან გამოფიტული გავიდა.

ლოკატელი 5.5 – შეშინებული შემოდის და ხშირად ჟორჟინიოს მარტო ტოვებდა. პენალტების სერიაშიც უნაი სიმონმა აჯობა.

ჟორჟინიო 5.5 – პედრიმ ის გააკონტროლა, არასდროს მიუცა მისთვის თამაშის სივრცე. თუმცა, მისი პენალტი გადამწყვეტი იყო. საკმარისია ეს 6 ქულისთვის? ჩვენტვის არა, მაგრამ ერთნაირად ვტკბებით ამ გამარჯვებით.

ვერატი 5.5 – ორჯერ ბურთი ძალიან სახიფათო ზონაში დაკარგა და შეტევის კონსტრუქციის ფაზაშიც პრობლემები ჰქონდა.

პესინა 5.5 – ბუსკეტსი უნდა გაეკონტროლებინა, მაგრამ ნაკლებად გამოუვიდა, ხაზებს შორის საჭირო პოზიცია თითქმის ვერ იპოვა.

კიეზა 6.5 – პირველი ტაიმი ძალიან ცუდი ჰქონდა, ხშირად ჩაკარგული იყო და ბურთს იშვიათად ეხებოდა. შემდეგ მისი თამაში დადგა და პირველივე შანსი დიდებული დარტყმით დაასრულა.

ბერნარდესკი 6 – მცირე ხანი გაატარა მოედანზე, გუნდს კარგი გავლენა შესძინა და შემდეგ პენალტიც გაიტანა.

იმობილე 5 – ხშირად კარიდან ზურგით თამაშობდა და ეს არ დაეხმარა, მაგრამ როდესაც ბურთი ჰქონდა, ძალიან ბევრ დროს კარგავდა, რაც მეტოქეებს ეხმარებოდა. მას აქვს კიეზას გოლშიც დამსახურება, რადგან ბოლომდე იბრძოლა.

ბერარდი 6 – მანაც ცუდად დაიწყო, ძალიან მაგარი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა 1:0-ზე. შემდეგ ბევრი ბინძური სამუშაო შეასრულა.

ინსინიე 6.5 – ისიც კარიდან ზურგით თამაშობდა, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე იმობილე. ემერსონს შესანიშნავი პასი მისცა და ხშირად დაცვასაც ეხმარებოდა.

ბელოტი 5 – დიდად ვერ იბრძოლა და თამაშში კარგად ვერ ჩაერთო, მაგრამ პენალტი გაიტანა.

მანჩინი 5.5 – ლუის ენრიკემ სიურპრიზი მოუწყო მორატას სკამზე დატოვებით და ჟორჟინიოზე პედრის მიმაგრებით. მან რეაგირება გვიან მოახდინა და შეცვლებიც დააგვიანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …