„პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კაპიტალური მოგება ფეხბურთში ყოველთვის არსებობდა და აქამდე არავინ დაუსჯიათ, მათ შორის „მილანი“ და „ინტერი“, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში ზუსტად იგივე შემთხვევაში არავის დაუსჯია.
„კაპიტალური მოგება ფეხბურთში ყოველთვის არსებობდა. თვალყურს ვადევნებ „იუვეს“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ვამბობ, რომ ეს არის მორიგი რიგითი დარტყმა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვაყენებთ. ყველა იღებს კაპიტალის მოგებას, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციისთვის ეს აქამდე არასდროს ყოფილა დარღვევა. არასდროს ყოფილა ეს ყველაფერი დარეგულირებული და ამაზე სასჯელი არასდროს არსებობდა. წარსულს თუ გადავხედავთ, „მილანს“ და „ინტერსაც“ ჰქონდათ კაპიტალური მოგება, მაგრამ მაშინ არაფერი მომხდარა“, – თქვა ლო მონაკომ.