მთავარი / სიახლეები / სერია A / ძაძარონი: “იუვეს” სერია B-ში გაგდება მთლიანად იტალიურ ფეხბურთს დააზარალებს”

ძაძარონი: “იუვეს” სერია B-ში გაგდება მთლიანად იტალიურ ფეხბურთს დააზარალებს”

Corriere Dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინული კლუბის სერია B-ში გაგზავნა ზიანს მთლიანად იტალიურ ფეხბურთს მიაყენებს და არა მხოლოდ „იუვეს“.

„კლუბმა თუ შეცდომა დაუშვა, საფასური უნდა გადაიხადოს, როგორც ეს სამართლიანია, მაგრამ ჰაერი, რომელიც ჩვენს ფეხბურთშია, ძალიან მძიმეა. „იუვენტუსის“ სერია B-ში შესაძლო დაქვეითება ნიშნავს, რომ იტალიაში ფეხბურთის მოყვარულთა 35% სერია B-ში გავგზავნოთ. „იუვე“ ალბათ კიდევ დაისჯება გამოძიებებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ყველაფერი მთელ საფეხბურთო მოძრაობას ეკონომიკურად დააზარალებს“, – თქვა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 15 ქულა დააკლეს, მაგრამ გამოძიებები გრძელდება და კლუბის სერია B-ში შესაძლო დაქვეითებაზე ბოლო დროს ხშირად და აქტიურად საუბრობენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …