მთავარი / სიახლეები / ლოკატელის ტრანსფერისკენ “იუვემ” მორიგი ნაბიჯი გადადგა

ლოკატელის ტრანსფერისკენ “იუვემ” მორიგი ნაბიჯი გადადგა

ტურინის „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის დამატებას ისევ ცდილობს, მაგრამ გარიგება ჯერ საბოლოოდ დახურული არ არის. მიუხედავად ამისა, Sportmediaset-ი წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

გარიგებაში რუმინელ მცველ, რადუ დრაგუშინს ჩართავენ. „სასუოლო“ „შახტარში“ წასული მარლონის შემცვლელს ეძებს და დრაგუშინი მათთვის საინტერესო ფიგურაა. ამიტომაც, სავარაუდოდ, დათანახმდებიან „იუვეს“ მორიგ წინადადებას.

„იუვენტუსი“ 30 მილიონ ევროს და რუმინელ მცველს გაიღებს. მხარეები უახლოეს დღეებში უნდა შეხვდნენ, რომ ოპერაცია წარმატებით დაიხუროს. თუმცა, ჯერ ოფიციალურად არაფერი დასრულებულა და მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ლოკატელისთვის ბრძოლაში კონკურენტი ჰყავს ლონდონის „არსენალის“ სახით, რომელიც „სასუოლოს“ 40 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელს მხოლოდ „იუვეში“ გადასვლა უნდა, რამაც შეიძლება გარიგებაზე დიდი გავლენა იქონიოს.

შემთხვევითი სიახლე

ოფიციალურად: პადოინი ალეგრის სტაფში იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსში“ სიმონე პადოინი დაბრუნდა, რომელიც მასიმილია ალეგრის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად …

ფოსკი: “კიეზა უკვე მამამისზე უკეთესი ფეხბურთელია”

„პალერმოსა“ და „ჩეზენას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რინო ფოსკიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა, როდესაც ის 2015 წელს …