ტურინის “იუვენტუსი” მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, პარასკევს შეხვედებიან.
სწორედ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი – დადებითად ან უარყოფითად. ტურინელები იმედოვნებენ, რომ “სასუოლოს” დაიყოლიებენ, რადგან ფეხბურტელს “იუვეში” თამაშის დიდი სურვილი აქვს.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მთელი ზაფხულის ვერ მიაღწიეს და “სასუოლო” 23 წლის ნახევარმცველში 40 მილიონ ევროს ითხოვს.