ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ პაველ ნედვედი არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველა თამაშში იყოლიებდა.
„რომელ ფეხბურთელს ვიყოლიებდი ჩემთან ერთად ყოველთვის? 2003 წელს, „იუვესთან“ ერთად ჩვენ ესპანური ფეხბურთი დავამცირეთ, „ბარსელონას“ წინააღმდეგაც მოვიგეთ. დარწმუნებული, ვარ, რომ „იუვე“-„მილანის“ ფინალში ნედვედი რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვიგებდით. სწორედ მას ვიყოლიებდი ყველა თამაშში ჩემთან ერთად“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ პაველ ნედვედმა 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. იმ წელს ჩეხი შესანიშნავ ფორმაში იყო და „ოქროს ბურთიც“ მოიგო.