მთავარი / სიახლეები / ლიპი: “როცა ტრეზეგე პენალტს ურტყამდა, ვიფიქრე, რომ მას ჩემი ვალი ჰქონდა”

ლიპი: “როცა ტრეზეგე პენალტს ურტყამდა, ვიფიქრე, რომ მას ჩემი ვალი ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ თავის კარიერაში პენალტების სერიის შესახებ ისაუბრა. ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ლიპის გუნდებს პენალტების თამაში მოუწიათ.

ორჯერ მოიგეს და როგორც თავად თქვა, ორჯერვე ყველა ფეხბურთელს ჰქონდა სურვილი პენალტი დაერტყა, ხოლო წაგებულ ფინალში ბურთთან მისვლის სურვილი არავის გამოუხატავს.

2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავიდ ტრეზეგე მისი შეგირდი იყო და „მილანთან“ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო 2006 წლის მუნდიალის ფინალში ტრეზეგე უკვე ლიპის მეტოქე იყო და სწორედ მან დაუშვა იმ ფინალში ერთადერთი გადამწყვეტი შეცდომა. ლიპიმ ეს ისტორია ასე გაიხსენა:

„ჩემს კარიერაში სამი მთავარი ფინალის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. პირველი იყო 1996 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „აიაქსთან“ და სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას მანამდე თამაშიდან ვიმსახურებდით. როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, ყველა ფეხბურთელი ჩემთან და მზად იყვნენ პენალტების დასარტყმელად. მტკიცედ ვიგრძენი, რომ მათ ამ თამაშის მოგება სურდათ. მეორე იყო 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ნაკლებად ლამაზი თამაში იყო და მატჩის შემდეგ, პენალტებამდე, ფეხბურთელები იმალებოდნენ, ფაქტობრივად იქ წავაგეთ. მესამე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და იგივე მოხდა, რაც 1996 წელს. ეს გავლენას ახდენს განწყობაზე, პენალტების სერია არ არის მხოლოდ ლატარეა. როდესაც ტრეზეგემ პენალტის შესრულება დაიწყო, ვიფიქრე, რომ მას 2003 წლის ფინალში დაშვებული შეცდომის გამო, ჩემი ვალი ჰქონდა“, – თქვა ლიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …