„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.
„ჯიჯი ყველას გვაკვირვებს, მაგრამ ის ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს. 43 წლის ასაკშიც ისევ ბრწყინვალეა, რაღაც უნიკალური. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ის რას გააკეთებს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება. ბევრი მიიჩნევს, რომ გასულ სეზონში შჩესნის ნაცვლად ძირითადში ჯიჯის უნდა ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა წავიდეს, ისე ითამაშებს, როგორც თამაში იცის“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა კარიერის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მას „პარმას“ უკავშირებენ, მაგრამ სხვა წინადადებებიც აქვს და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.